18/02/2022
12:32
სამართალი
„2021 წელი, მე მგონი, კარგად დავხურეთ, შედარებით შემცირებულია დანაშაულის რაოდენობაც. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელიც 50 %-მდეა გაზრდილი და ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი თქვენი, თქვენი თანამშრომლების, გამომძიებლების, ოპერატიული მიმართულებით მუშაობის. ეს არის თქვენი და თქვენი თანამშრომლების დამსახურება და მინდა, ყველას მადლობა გითხრათ. ასე უნდა გავაგრძელოთ 2022 წელსაც - მინიმუმ უნდა შევინარჩუნოთ და მაქსიმუმ უნდა გავზარდოთ“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთობლივი ეფექტიანი საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024