09/09/2024
10:33
სპორტი
როგორც ცნობილია, ეარ ალბანეთის სტადიონზე, უეფას ერთა ლიგის B მატჩში, ალბანეთი საქართველოს უმასპინძლებს.
“მასპინძლები I ჯგუფში მეორე ადგილზე არიან 3 ქულით მას შემდეგ, რაც 7 სექტემბერს უკრაინას 2-1 მოუგეს, ხოლო სტუმრებმა, რომლებმაც ჩეხეთი ანგარიშით 4-1 დაამარცხეს, 3 ქულით პირველი ადგილი მოიპოვეს.
მანამდე კი, ალბანეთის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ ვერ შეძლო თავისი გუნდის გაყვანა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპიდან, თუმცა 2022-23 წლებში, ალბანეთმა ერთა ლიგის უახლესი ტურნირი მე-3 ადგილით [2 ქულით] დაასრულა ოთხგუნდიან ჯგუფში, რომელშიც ასევე იყვნენ ისრაელი, რუსეთი და ისლანდია და ისინი ბოლო ოთხ მატჩში დამარცხდნენ.
ქართველმა „ჯვაროსნებმა“ ჩეხებს ძლიერი კონტრშეტევების უმაღლესი დონე აჩვენეს. ეს შედეგი კი ძირითდად ვილი სანიოლს უკავშირდება, რომელიც საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს. ახალწვეულებმა ევრო 2024-ზე დებიუტი შეასრულეს, მერვედფინალიდან გამოთიშვის შემდეგ კი ის ფაქტი, რომ მათ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ, საამაყოა. საქართველოს რეკორდი ერთა ლიგაზე შთამბეჭდავია - სანიოლის გუნდმა ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო.
სტუმრები უდავოდ შეეცდებიან, რომ გიორგი მიქაუტაძე და გუნდის „თილისმა“ ხვიჩა კვარაცხელია ერთად ათამაშონ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩეხეთს ორივემ გოლი გაუტანა. ასევე, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს შთამბეჭდავ კონტრშეტევებს ჩეხეთის წინააღმდეგ, გასაკვირი არ იქნება, თუ სანიოლის გუნდი ალბანეთის წინააღმდეგ ანალოგიურ სტრატეგიას მიმართავს და წარმატებას მიაღწევს,“ - წერს სპროტული პორტალი Sports Mole-ი.
0
0