08/11/2022
17:35
სამართალი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა პედაგოგის ცხედარი იპოვეს. გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა ამავე საქმეზე გამოძიება 141-ე, გარყვნილი ქმედების მუხლითაც მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა გამოკითხეს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და თავად ფიზკულტურის პედაგოგიც, რომელსაც არასრულწლოვნები გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ.
ბრალდებების გახმაურების შემდეგ, მასწავლებელს ურთიერთობა დაეძაბა კოლეგების ნაწილთან და მშობლებთან.
გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა პედაგოგმა, მძიმე ბრალდებების შემდეგ, საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024