გარდაიცვალა როჯერ ფედერერის ყოფილი მწვრთნელი
24/08/2024
17:00
სპორტი
A-
+A
60 წლის ასაკში გარდაიცვალა შვედი საჩოგბურთო სპეციალისტი პეტერ ლუნდგრენი, რომელიც ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელის როჯერ ფედერერის მწვრთნელი იყო. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ლუნდგრენის ვაჟმა ლუკასმა გაავრცელა.
„სამწუხაროდ, ერთ-ერთმა საუკეთესომ ძალიან ადრე დაგვტოვა. მწვრთნელი, მოთამაშე, მეგობარი და მამა. აღმაფრენა და დახმარების ხელი ბევრისთვის, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შენ დატოვე კვალი და შენზე მოგონება სამუდამოდ დარჩება“, – დაწერა ლუკასმა სოციალურ ქსელში.
სიკვდილის მიზეზი უცნობია. 2023 წელს ლუნდგრენმა მარცხენა ფეხის ნაწილის ამპუტაცია გადაიტანა კოჭის მოტეხილობის გამო.
0
0
140
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%