06/05/2024
13:23
კონფლიქტები
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს - გუგუტიანთკარში მცხოვრები რამაზ ბეღელური იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 16 წლის გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.
ოჯახმა ამ დრომდე არ იცის, როგორია 40 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან მას ეპილეფსია აქვს და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება.
დაკავებულის ახლობლები დახმარებას ითხოვენ. რამაზ ბეღელურის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის გატაცების შესახებ პოლიციას თავად აცნობა.
"27 აპრილი იყო. მძინარე დავტოვე. 16 წლის შვილი მყავს გარდაცვლილი და ის წავიდა მისი საფლავის დასასუფთავებლად. იქ რა მოხდა, არ ვიცი. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. პოლიციასაც ჩვენ გავაგებინეთ. ადრე რომ იყო დაკავებული, იმის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. წამლის ქვეშ არის. წამალი რომ არ დალიოს დღეში 3-ჯერ, კრუნჩხვაში ჩავარდება", - ამბობს ნორა ბეღელური.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ბეღელური უკანონო პატიმრობაში უკვე მეხუთედ იმყოფებდა. მათი თქმით, სწორედ წინა დაკავების დროს დამძიმდა კაცის მდგომარეობაც, რადგან მაშინ ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქეს სასტიკად სცემეს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024