05/11/2021
10:40
საზოგადოება
„რაო, რა შემოგვითვალა სუს-მა, ხო არ გახსოვთ? არ ახსენოთ სიტყვა რევოლუციაო? და ჯეფერსონი რომ ახსენებდა, ჩვენ რა ვქნათ? ჯეფერსონებზე უკეთესები ვართ ჩვენ? აბა, ცოტა წამომეხმარეთ ქართული ენის ბრუნვაში: სახელობითი; მერე რომელი მოდის? მოთხრობითი; მიცემითი; ნათესაობითი; მოქმედებითი; ვითარებითი; წოდებითი და ახლა ვაბრუნოთ სიტყვა რევოლუცია! რევოლუციამ! რევოლუციას! რევოლუციის! რევოლუციით! რევოლუციად! და წოდებითში როგორ არის? ჩემო ძვირფასო რევოლუციავ!
და რა დავაშავეთ ახლა ამით? ამიტომ სუს-მა უნდა დაგვსაჯოს? ვაი შენს პატრონს, უბედურს, ჩემო სუს-ო.
რამდენიმე რევოლუცია გამომივლია და პრაქტიკულად როცა ხელისუფლებებში მოვდიოდი, ყოველთვის მოვდიოდი რევოლუციით. აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც რევოლუცია არ დასჭირდება.“
0
0