10/11/2021
17:49
სამართალი
„დღეს შეთანხმებული ვართ პენიტენციურ სამსახურთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია. დანიშნულია ექსპერტიზაც, რომელიც უნდა ჩატარდეს დღეს და მასში მონაწილეობას მიიღებს მიხეილ სააკაშვილის მოწვევით მოწვეული სპეციალისტი, პირად ექიმზე, ნიკოლოზ ყიფშიძეზე გვაქვს საუბარი. განხორციელდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და აღნიშნულის თაობაზე ექსპერტი შემდგომ გასცემს შესაბამის დასკვნას. თუ ნივთმტკიცების თაობაზე განაცხადებს, აუცილებლად განხორციელდება მისი ამოღება. კადრები გამოთხოვილი არ არის“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო.
0
0