26/10/2024
14:48
არჩევნები 2024
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე საუბრობს, რომლებიც უბნებზე სიმშვიდის მიუხედავად, ხმაურის იმიტაციას ქმნიან და სიტუაციის დაძაბვას ხელოვნურად ცდილობენ.
მისი თქმით, მან პირადად გადაამოწმა კონკრეტული უბნები და იქ არაფერი ხდება, საარჩევნო პროცესი კი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„მესამე უბანთან ვარ მოსული, დამკვირვებლები არიან, ყვირილი-წივილი. არაფერი არ ხდება აბსოლუტურად, სიწყნარეა და სამი ადამიანი დგას და გაყვირის, რომ იქ 100 მეტრში უნდა იდგეს ვიღაც მოხუცი ქალი, უნდა გადაწიონ იქით, აქ ვინც ცხოვრობს იმათ უკივიან და ქმნიან ასეთ აჟიოტაჟს. მთელს ქვეყანაში უნდათ აჟიოტაჟის შექმნა. ხალხის გამოყვანა. დღეს განცხადებები კეთდება, რომ იმარჯვებს ოპოზიცია. მერე აუცილებლად საპირისპირო სურათს მიიღებენ და აქედან გამომდინარე ვინც დღეს უბნებთან დგას და აბსოლუტურად უმიზეზოდ ყვირის, ეს ხალხი უნდათ, რომ საღამოს შეკრიბონ, რომ ერთად იყვირონ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024