11/02/2022
10:32
მსოფლიო
კომპანიის დირექტორის, სტივენ ვუდის თქმით, „Maxar“-მა, ყირიმში ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის მასშტაბური განლაგება სურათებში ხუთშაბათს დააფიქსირა. ჯარისკაცები ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლის ჩრდილოეთით მდებარე „ოქტიაბრსკოეს“ აეროდრომზე არიან დისლოცირებული. „Maxar“-ის ინფორმაციით, ადგილზე 550-ზე მეტი ჯარისკაცის კარავი და ასობით მანქანაა განთავსებული. ჯარების და აღჭურვილობის განლაგება ყირიმში სხვა ობიექტებზეც დაფიქსირდა, მათ შორის ნოვოზერნოიეში, სადაც მასშტაბური საარტილერიო წვრთნები ტარდება.
„Maxar“-მა ყირიმის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ სლავნეს მახლობლად ახალი სამხედრო განლაგება (ჯავშანტექნიკის ჩათვლით) გამოავლინა, როდესაც რამდენიმე რუსული სამხედრო ხომალდი, მათ შორის დიდი ამფიბიური სადესანტო გემები ყირიმის მთავარ პორტ სევასტოპოლში ჩავიდა.
„Maxar“-ი ბელორუსიაში, ზიაბროვკას აეროდრომზე, ქალაქ გომელთან (უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 25 კმ დაშორებით) "შეიარაღებული ძალების, სამხედრო მანქანებისა და შვეულმფრენების ახალ გადაადგილებას" დააკვირდა. როგორც ჩანს, ადგილზე ასევე არის საველე ჰოსპიტალი. გარდა ამისა, სატელიტურ სურათებში ჩანს ბელორუსის ქალაქ რეჩიცასთან (უკრაინის საზღვრიდან 45 კილომეტრზე) დაბანაკებული ჯარები და მრავალი სამხედრო ჯგუფი.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ასახულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსული სამხედრო ნაწილების აშკარა გადაადგილებები უკრაინის აღმოსავლეთით - ქალაქების კურსკის, დონის როსტოვისა და ბრაიანკის - გარშემო.
როგორც „Maxar“-ი იუწყება, "სამხედრო ძალები" ახლახან მივიდნენ კურსკის სასწავლო ზონაში, უკრაინის საზღვრიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 110 კილომეტრში.
”ტერიტორიაზე იგზავნება დამატებითი სამხედრო აღჭურვილობა და მიმდინარეობს მზადება მეტი ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად,” - განაცხადა „Maxar“-მა.
https://edition.cnn.com/2022/02/10/europe/russia-military-buildup-images-intl/index.html
0
0