27/12/2022
23:55
კულტურა
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული გიორგი ჯანბერიძის წიგნი-ალბომისა „საქართველო, თანამედროვე ქანდაკება“ (წიგნის კონცეფციის ავტორი, შემდგენელი, დიზაინერი და რედაქტორია გიორგი ჯანბერიძე, ტექსტის ავტორი - დავით ანდრიაძე).
ახალი და უახლესი ქართული ქანდაკების ანთოლოგიური წიგნი-ალბომი მოიცავს XX და XXI საუკუნეების ქართული ქანდაკების გამოჩენილი ოსტატების რეტროსპექტულ რეპრეზენტაციას.
“ეს ყოველივე გამიზნულია ქართული ქანდაკების, როგორც ეროვნული იდენტობის, წარმოსაჩენად. მასში ნაჩვენებია ქართული ქანდაკების ესთეტიკური, სტილური და არტისტული დისკურსების მონაცვლეობა და წარმოგვიდგენს ქართული ქანდაკების ნიშნურ ფიგურანტებსა (იაკობ ნიკოლაძე, ნიკოლოზ კანდელაკი, ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, გოგი ოჩიაური) და იმ ოსტატებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ თანამედროვე ქართულ ქანდაკებას. ალბომში არის 65 გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის 300-ზე მეტი გამორჩეული სკულპტურის ფერადი და შავ-თეთრი ილუსტრაცია”, აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024