18/06/2023
01:53
სპორტი
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად კვიპროსის 2:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
" ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, უმეტესობას ჯერ კიდევ სასწავლი აქვს მაღალ დონეზე თამაში. გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვართ - თამაშით არა.
ცხადია, ვილაპარაკებთ, გავაანალიზებთ ამ მატჩს, გავარჩევთ დადებით და უარყოფით მომენტებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპია და აქ ქულებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
როცა შეცვლას აკეთებ, იმედი გაქვს, რომ სასიკეთოდ შეიცვლება თამაშის მიმდინარეობა. შეცვლაზე შესული მოთამაშეები კარგად ჩაერთვნენ თამაშში და არა მხოლოდ ანგარიშზე მოახდინეს დადებითი გავლენა, ისიც გამოჩნდა, რომ გუნდში ჯანსაღი გარემოა.
თქვენ მკითხეთ, დავაგვიანე თუ არა ცვლილებები. ყოველთვის შეიძლება ამაზე ლაპარაკი.
არ დავმალავ, მე-60 წუთიდან უკვე ვფიქრობდით რამდენიმე მოთამაშის შეცვლაზე, მაგრამ პოზიტიური ცვლილებები დავინახეთ და გადავწყვიტეთ, ცოტა დრო კიდევ მიგვეცა მოედანზე მყოფი მოთამაშეებისთის. სწორი გადაწვეტილებების მიღება მნიშვნელოვანია სწორ დროს. და კარგია, რომ გაამართლა.
დიახ, შოტლანდიამ გაიმარჯვა დღეს და სამიდან სამი მოგება აქვს. ვულოცავ მათ ამ მოგებას, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ კვიპროსთან მატჩზე ვილაპარაკებთ და მერე - შოტლანდიაზე.
დღეს არც ისე ბევრია ისეთი ნაკრები, ვინც ნორვეგიაში ჩადის და იგებს. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ როგორც ჩვენ ჩავალთ გლაზგოში, ისე ჩამოვლენ ისინიც ჩვენთან სათამაშოდ", განაცხადა სანიოლმა.
0
0