09/07/2024
22:49
სპორტი
2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:17 დაამარცხა და ბონუს ქულაც აიღო.
დებიუტში მეტოქე 7:0 დაწინაურდა, რასაც ქართველების იერიში, ხახუბიას ლელო და ცირეკიძის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. თან მეტოქის მორაგბე ამელიმ ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა, „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს. შემდეგ ცირეკიძის ლამაზი კონტრშეტევა ლელოთი არ დაგვირგვინდა. 34-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მრავალფაზიანი იერიშისას მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა და ბელუჩის ყვითელი ბარათი უჩვენა. იტალიელებმა ანგარიში საჯარიმოთი შეამცირეს და პირველი ტაიმი 14:10 დასრულდა.
უშღავათო ბრძოლა შესვენების შემდეგაც გაგრძელდა, საქართველოს ნაკრები ფიზიკურად დომინირებდა და მსაჯმა იტალიელ ბრისიგელას უჩვენა ყვითელი ბარათი. კილასონიას შეგირდები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და ხაინდრავამ ლელო დადო, ცირეკიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მოწინააღმდეგემ ლელო-გარდასახვით ანგარიში შეამცირა. შეცვლაზე ჩინებულად შესულმა ყაჩლავაშვილმა ლამაზი ლელო გაიტანა, ხოლო ცირეკიძემ გარდასახვა მიაყოლა და გავიმარჯვეთ.
თუ რომელი ადგილებისთვის გააგრძელებს საქართველოს ნაკრები ბრძოლას, სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის შეხვედრის შედეგად გაირკვევა.
სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში. „დენი ქრავენ სთედიუმი“
საქართველო – იტალია 28:17
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ოთარ მეტრეველი (აია), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);
შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. შოთა ხელაძე (ლელო); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 23. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები).
იხილეთ ვიდეო:
0
0