02/03/2024
11:31
კონფლიქტები
ოკუპირებულ გაგრის რაიონში დე ფაქტო შსს გაძლიერებულ რეიდებს ატარებს. როგორც აფხაზური მედია იტყობინება, რეიდების მიზეზი რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხარეში, სირიუსში მიმდინარე ახალგაზრდული ფესტივალის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
რეიდების დროს ე.წ. მილიციელები ავლენენ წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირებს, ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძროლებს, დეტალურად ამოწმებენ რუსეთის ფედერაციაში მიმავალ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს. რეიდების განმავლობაში ვინაობის დასადგენად გაგრის ე.წ. მილიციის განყოფილებაში 10 ადამიანი გადაიყვანეს.
კრასნოდარის მხარეში, ფედერალურ ტერირტორია სირიუსზე ერთკვირიანი ახალგაზრდული ფესტივალი მიმდინარეობს. რუსული მედიის ცნობით, ფესტივალი დასასწრებად რეგისტრაცია მსოფლიოს 190 ქვეყნიდან 300 ათასამდე მონაწილემ გაიარა. ფესტივალი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით იმართება.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024