19/06/2024
17:41
კონფლიქტები
ოკუპირებული ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებთა ჯგუფი აგროვებს ხელმოწერებს, რომელიც ე.წ. პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, რომ გადავიდნენ გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამის დროზე - UTC +4 საათზე.
როგორც Sapa წერს, 2002 წლიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცხოვრობს მოსკოვის დროით - UTC +3 საათი, ხოლო 2014 წლიდან შეწყვიტა დროის შეცვლა ზამთრისა და ზაფხულის მიხედვით. ინიციატორები საათის ერთი საათით წინ გადაწევას მოითხოვენ.
„გეოგრაფიულ“ დროზე გადასვლის იდეა ჯერ კიდევ 2017 წელს გაჩნდა. ერთ-ერთმა აქტივისტმა, ალა პუხაევამ აღნიშნა, რომ „ბევრი ადამიანი“ ურეკავს ინიციატორებს, რომელთაც სურთ ხელი მოაწერონ მიმართვას.
მისი თქმით, ბევრი ადამიანი გრძნობს ცვლილებებს თავის ჯანმრთელობაში.
კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც აქტივისტები მოჰყავთ, არის დაზოგვა დღის საათების უფრო ეფექტური გამოყენების გზით.
0
0