27/10/2023
19:16
კონფლიქტები
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მონაწილეობა ვლადიკავკაზში ოსეთის რუსეთში შესვლის 250 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მე-18 საუკუნეში ოსების მიერ რუსეთში ნებაყოფლობითი გაწევრიანების არჩევანი ღრმა და ყოვლისმომცველი გააზრებული გადაწყვეტილება იყო.
გაგლოევმა აღნიშნა, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ოსეთის რუსეთის კუთვნილება „ეს არის ობიექტური რეალობა და საიმედო მომავლის გარანტია ოსური ეროვნული სახელმწიფოებრიობისთვის“.
მან დასძინა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ცნობის შესახებ, „გახდა სამხრეთ ოსეთის ხალხის უსაფრთხოების საიმედო გარანტია საქართველოს მხრიდან აგრესიის და ნგრევის ახალი მცდელობისგან“.
გაგლოევის თქმით, პრინციპი „ორი ქვეყანა - ერთი სივრცე“ ალიანსისა და ინტეგრაციის გზით განხორციელდა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024