12/08/2022
10:57
მსოფლიო
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა მოუწოდა მხარეებს შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე დაუყოვნებლივ დაუშვან.
გუტიერეშმა ასევე მოუწოდა რუსულ მხარეს, რომ ატომური სადგურის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები და ტექნიკა გაიყვანოს.
„უნდა გვესმოდეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ან რომელიმე სხვა ბირთვული ობიექტის დაზიანებას უკრაინის ტერიტორიაზე შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს არა მარტო მიმდებარე ტერიტორიისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“ - განაცხადა გუტიერეშმა.
ბოლო დღეებში ზაპოროჟიეს სადგურის მახლობლად რამდენიმე აფეთქება მოხდა. უკრაინულმა „ენერგოატომმა“ მომხდარში რუსული მხარე დაადანაშაულა. სადგურს ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.
0
0