18/01/2022
13:48
მსოფლიო
გარემოსდაცვითი კვლევითი სააგენტოს (EIA) მტკიცებით, პლასტმასის ნარჩენებით გარემოს დაბინძურების საფრთხე თითქმის ექვივალენტურია კლიმატის ცვლილებასთან.
„ჰაერი, რომელსაც ახლა ვსუნთქავთ, შეიცავს პლასტმასის მიკრო ნაწილაკებს, პლასტმასი გვხვდება არქტიკულ თოვლში, ნიადაგსა და ჩვენს საკვებში. მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაილანდში 20-მდე სპილო დაიღუპა ნაგავსაყრელზე დაგროვებული პლასტმასის ნარჩენების ჭამის შემდეგ,“ - ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენების ავტორები მოუწოდებენ ქვეყნებს შეთანხმდნენ გაეროს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულების დადებაზე, როგორც პლასტმასის წარმოების, ასევე ნარჩენების შემცირების მიზნით.
„მომაკვდინებელი საათი დროს სწრაფად ითვლის. თუ დაბინძურების ეს ტალღა შეუმჩნევლად გაგრძელდება, 2040 წლისთვის ზღვებში ჩაყრილი პლასტმასის ნარჩენების მოსალოდნელმა რაოდენობამ შეიძლება ოკეანეში არსებულ ყველა თევზის საერთო წონას გადააჭარბოს. გაერომ სამი ეგზისტენციალური გარემოსდაცვითი საფრთხე გამოავლინა - კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და დაბინძურება - და დაასკვნა, რომ ეს პრობლემები ერთად უნდა მოგვარდეს“, - თქვა გარემოსდაცვითი კვლევითი სააგენტოს წარმომადგენელმა, თომ გემიჯმა.
მისივე თქმით, „ხელუხლებელი პლასტმასის ჭარბი წარმოებით გარემოს მიმართ მიყენებული ზარალი და მისი ნარჩენების არსებობის ხანგრძლივობა შეუქცევადია - ეს საფრთხეს უქმნის კაცობრიობის ცივილიზაციას და პლანეტის ძირითად უნარს შეინარჩუნოს სასიცოცხლო გარემო. ეს პრობლემა თითქმის ისეთივე სერიოზული ხდება, როგორც კლიმატის ცვლილების საფრთხე“.
https://www.bbc.com/news/science-environment-60026748
0
0