30/08/2023
13:42
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა. ცნობისთვის ეს ის ქვეყანაა, რომელსაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული, ეს კი დამატებითი მოტივაცია იყო საქართველოს ნაკრებისთვის.
წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ამ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია „დაფრინავდა“, მის ანგარიშზე 25 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასია.
პირველი მეოთხედი სამხრეთ ამერიკელები 24:19 დავამარცხეთ, ხოლო მეორე მეოთხედში 18:4 გავანადგურეთ.
მესამე მეოთხედი ვენესუელელთა უპირატესობით წარიმართა და 17:21 დავმარცხდით, ხოლო ბოლო მეოთხედში 11:15 წავაგეთ.
საქართველოს ნაკრებში შენგელიასთან ერთად გამორჩეული იყო გოგა ბითაძე, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 11 ქულა და 11 მოხსნა.
საქართველოს ნაკრები ორი გამარჯვებითა და ერთი მარცხით მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე გავიდა რაც ისტორიული შედეგია.
მომდევნო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს უძლიერესი მეტოქეები ეყოლება - ავსტრალია და გერმანია, პლეი ოფში გასასვლელად კი ორივე გუნდის დამარცხება იქნება საჭირო.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024