14/09/2024
22:55
სპორტი
ვანიდან ნიუ იორკამდე - უბრალო ბიჭიდან ვარსკვლავობამდე და ერთ ნაბიჯი საუკეთესოს სტატუსამდე - გადამწყვეტ ბრძოლამდე რამდენიმე საათი რჩება. "ქართველი მანქანა" მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს და მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას მეორე ჩემპიონი ეყოლება.
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი, ლას ვეგასში საჩემპიონო ბრძოლას ამერიკელი შონ ო’მალის წინააღმდეგ ჩაატარებს.
დაპირისპირების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დვალიშვილი რამდენიმე თემას შეეხო. მისი თქმით, სურვილი ჰქონდა შონ ო’მალისთან ებრძოლა და ეს ბრძოლა "სფეროს" უნიკალურ არენაზე ჩატარებულიყო, მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს.
"მე უკვე ძალიან პოპულარული ვარ, ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ამისთვის UFC-ის დიდ მადლობას ვუხდი. თუ ამ ბრძოლას მოვიგებ, ჩემს ანგარიშზე უკვე ოთხი ყოფილი ჩემპიონის დამარცხება იქნება. სამი უკვე დავამარცხე და შონ ო’მალი რიგში მეოთხეა. UFC-ის ჩემპიონობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, ახლა მხოლოდ ბრძოლაზე ვარ ფოკუსირებული და როდესაც ჩემპიონი გავხდები, ემოციებს აუცილებლად გაგიზიარებთ," - ამბობს მერაბ დვალიშვილი.
ცნობისთვის, UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის მოქმედ ჩემპიონს, შონ ო'მალის დაუპირისპირდება.
მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა, საქართველოს დროით 15 სექტემბერსაა, ლას ვეგასში გამთენიისას, დილას, 07:00 საათიდან დაიწყება.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024