24/09/2024
15:03
კულტურა
ფრინველების 2024 წლის საუკეთესო ფოტოები გამოვლინდა
ფოტოკონკურსის “2024 წლის ფრინველის საუკეთესო ფოტოგრაფი“ გამარჯვებულად კანადელი ფოტოგრაფი პატრიცია ჰომონილო დასახელდა და ის, პრიზის, სახელწოდებით When Worlds Collide, მფლობელი გახდა. ფოტოგრაფმა კონკურსში 23000-ზე მეტ მონაწილეს შორის გაიმარჯვა.
ტორონტოში გადაღებულ ფოტოზე, სახელწოდებით „სამყაროების შეჯახება“, 4000-ზე მეტი ფრინველი ჩანს, რომლებიც ქალაქის შენობებთან და ფანჯრებთან შეჯახების გამო დაიხოცნენ.
პატრიცია ჰომონილო: „მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, შენობების ფანჯრებთან შეჯახების გამო, ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ფრინველი იღუპება. Fatal Light Awareness პროგრამის ფარგლებში, წლის ბოლოს ჩიტების გამოფენას ვაწყობთ, რათა პატივი მივაგოთ დაღუპულ ფრინველებს და გავზარდოთ საზოგადოების ცნობიერება“.
გამარჯვებულები და საპრიზო ადგილების მფლობელები 8 კატეგორიაშიც დასახელდნენ. კატეგორიაში “2024 წლის ფრინველის ახალგაზრდა ფოტოგრაფი“ გამარჯვებული [ოქროს პრიზი] 14 წლის ესპანელი ფოტოგრაფი ანდრეს ლუის დომინგეს ბლანკო გახდა. ფოტოზე გამოსახულია ჩიტი, რომელიც მუხის ხიდან ცოცდება.
კატეგორია „ფრინველების ქცევა“- ვერცხლის პრიზიორი ამერიკელი [კალიფორნიის შტატი] ფოტოგრაფი ჯეკ ჟი.
ჯეკ ჟი: „ეს ახალდაბადებული შევარდენი 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში დაფრინავდა და მისი სანადირო უნარები დღითიდღე უმჯობესდებოდა. პირველ ცდაზე, შევარდენმა პეპელა დაიჭირა. წლებია, შევარდნების ფოტოებს ვიღებ და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბარტყის პეპლებთან თამაში დავაფიქსირე".
კატეგორია „საუკეთესო პორტრეტი“ - ბრინჯაოს პრიზიორი ფინელი ფოტოგრაფი მარკუს ვარესვუო. ფოტოს სახელწოდებაა „შავი როჭო“.
კატეგორია „ფრინველები ფრენის დროს“ ვერცხლის პრიზიორი ფრანგი ფოტოგრაფი ნიკოლა გროფალი. ფოტოს სახელწოდებაა „ღვთაებრივი ელეგანტური ფრენა“.
ნიკოლა გროფალი: „ზამთრის მიწურულს, ამ „ფრინველების ბალეტი“ მაოცებს. ისინი ჩემს ბაღში ხეებზე სხდებიან და შემდეგ ჩემს მიერ მათთვის მობნეულ მარცვლეულს კენკავენ. ვეცადე, კამერით მათი ფრენა დამეფიქსირებინა. ამ ჯადოსნური მომენტის გადაღებამდე ასობით კადრი იყო საჭირო.“
კატეგორია „ფრინველები გარემოში“ - ოქროს პრიზიორი ბრიტანელი ფოტოგრაფი კეტ ჟუ.
კეტ ჟუ: ”ჩრდილოეთის ფრინველრეგვენას სამეული შეტლანდიაში, ერთ მზიან დღეს დავაფიქსირე. ეს შოტლანდიაში ზღვის ფრინველის ყველაზე დიდი სახეობაა. მათ ოსტატურად შეუძლიათ წყალში 22 მ სიღრმეზე ჩაყვინთვა. ფოტო ნავიდან გადავიღე. წარსულში, 25000-მდე ფრინველი არსებობდა, თუმცა მათი რიცხვი, სამწუხაროდ, ფრინველის გრიპის გავრცელების გამო, საგრძნობლად შემცირდა.“
კატეგორია „შავ-თეთრი“ - ოქროს პრიზიორი ავსტრალიელი ფოტოგრაფი დევიდ სტოვი.
დევიდ სტოვი: „ამ ფოტოსურათზე ნაჩვენებია მონაცრისფრო მურტალა, რომელიც წყლის ზედაპირის ქვეშ საკვებს ეძებს. ჩიტისა და ტალღების კომბინაცია, ჩემი ფანტაზიით, ჰიპოპოტამის თავს ჰგავს."
კატეგორია „კომედია“ - ბრინჯაოს პრიზიორი სამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფი გარი კოლიერი.
კატეგორია „ურბანული ფრინველები“ - ოქროს პრიზიორი პოლონელი ფოტოგრაფი გრჟეგორჟ დლუგოში გახდა.
გრჟეგორჟ დლუგოში: "ამ სურათზე ჩანს ბატასინები, რომლებმაც ბნელი მიწისქვეშა გადასასვლელით არ ისარგებლეს და ექვსზოლიანი გზატკეცილის გადაკვეთა გადაწყვიტეს.
კატეგორია „კონსერვაცია“ - ვერცხლის პრიზიორი ინდონეზიელი ფოტოგრაფი ჩენ კანი.
კატეგორია „15-17 წლის ფოტოგრაფი“ - ოქროს პრიზიორი გერმანელი ფოტოგრაფი ემილ ვაგნერი.
კატეგორია „11 წლამდე ფოტოგრაფი“ - ოქროს პრიზიორი გერმანელი ფოტოგრაფი ჯულიან მენდლა.
0
0