20/09/2024
16:00
მედიცინა
ბრიტანელმა ქირურგებმა 14-საათიანი ურთულესი ოპერაციის შემდეგ სიამის ტყუპი განაცალკევეს, რომლებიც თავით იყვნენ შერწყმულნი..
პატარა პაციენტები, პაკისტანელი მინალი და მირჰა, სავარაუდოდ, სრულად გამოჯანმრთელდებიან.
14-საათიანი პროცედურა ანკარას ბილკენტის საქალაქო საავადმყოფოში პედიატრიულმა ნეიროქირურგმა პროფესორმა ნურ ულ ოვას ჯეელანმა ჩაატარა, რომელიც ლონდონის ორმონდ სტრიტის ჰოსპიტალში საქმიანობს.
შრომატევადი ოპერაცია მედიკოსთა ადგილობრივ ჯგუფს მოიცავდა და სამი თვის განმავლობაში ორ ქირურგიულ ეტაპად განხორციელდა.
ეს იყო განსაკუთრებით სარისკო ოპერაცია იმის გათვალისწინებით, რომ ტყუპები შეერთებულნი იყვნენ შუბლებით - რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სასიცოცხლო მნიშვნელობის სისხლძარღვები და ტვინის ქსოვილი გაერტიანებული იყო.
"ოჯახი პაკისტანში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება." - ამბობს ქირურგი. მან ეს რთული ოპერაცია ვირტუარული რეალობის დახმარებით ჩაატარა, რომელიც 3D სურათების, სამედიცინო სკანირების, ფიზიკურ სამყაროსთან შერწყმას გულისხმობს.
ექიმმა ჯეელანმა თქვა, რომ ის "აბსოლუტურად დამსხვრეული" იყო ოპერაციის შემდეგ, სადაც მხოლოდ ოთხი 15 წუთიანი შესვენება მოახერხა საკვებისა და წყლისთვის.
"მაგრამ "მშვენიერი" იყო იმის დანახვა, რასაც ოჯახი განიცდიდა ოპერაციის დასრულების შემდეგ. ბევრი ცრემლი და ჩახუტება იყო. ბედნიერი ვარ, რომ მათი დახმარება შევძელი" - ამბობს ჯეელანი.
ჯეელანიმ ადრეც ჩაატარა მსგავსი ოპერაცია პატარა ბერნარდოსა და არტურ ლიმას განცალკევების მიზნით, რომლებიც შერწყმული ტვინით დაიბადნენ. ტყუპებს რიო-დე-ჟანეიროში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდათ.
სტატისტიკის თანახმად, ყოველი 60 000 წყვილი ტყუპიდან ერთი სიამის ტყუპია და მათგან მხოლოდ 5 პროცენტში გვხვდება კრანიოპაგუსი, ანუ თავით შერწყმა.
ტყუპების სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომლებიც არ არიან განცალკევებულნი, ძალიან დაბალია.
თავთან შერწყმული ტყუპების დაახლოებით 40 პროცენტი მკვდარი იბადება ან მშობიარობის დროს იღუპება.
0
0