14/11/2024
16:08
საზოგადოება
.თბილისის ძველი სპორტის სასახლის რებილიტაცია 2025 წლის პირველ კვარტალში დაიწყება და 2026 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
„სპორტის სასახლის“ 100%-იანი წილი 30 წლის ვადით - საინვესტიციო ვალდებულებით შპს „ლოჯიკ გრუპს“ 2007 წელს გადაეცა და 2037 წლამდე მათ მართვაში იქნება. დაკორექტირდება [გაგრძელდება] თუ არა კონტრაქტი, ჯერ ცნობილი არ არის.
კომპანია თემურ უგულავას "აჭარა ჰოლდინგის" ნაწილია. ის 2007 წლის 11 აპრილს დაფუძნდა და ამავე წელს, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა თბილისის მთავრობის 7 მარტის, #06.26.193 დადგენილებით გამოცხადებულ კონკურსში, შ.პ.ს “სპორტის სასახლის” ქალაქ თბილისის ადგილობრივ საკუთრებაში არსებული 100% წილის თხოვების სახით (შემდგომში “მართვის უფლებით”) გადაცემის შესახებ.
როგორც „აჭარა ჰოლდინგის“ აქტივების მართვის დირექტორი, ოთარ ბერიშვილი BM.GE-სთან აცხადებს, პროექტის ფარგლებში სპორტის სასახლის არა მხოლოდ სპორტული დანიშნულების სივრცედ გადაქცევა, არამედ, ისეთ ობიექტად ქცევაა დაგეგმილი, რომელიც მულტიფუნქციური ღონისძიებების მასპინძელი იქნება.
"კომპანია "ლოჯიკ გრუპმა" 2007 წლიდან დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. შპს ლოჯიკ გრუპი დღემდე სრულად დამოუკიდებლად მართავდა სპორტის სასახლეს, თუმცა ამ ეტაპიდან, განახლებული ხელშეკრულების ფარგლებში, სპორტის სასახლის მართვაში აჭარა ჰოლდინგი ერთვება და ახალ ინვესტიციასაც შესაბამისად აჭარა ჰოლდინგი განახორციელებს, ახალი განვითარების გეგმით", - ამბობს ბერიშვილი.
მისივე თქმით, კომპანიის მართვაშია არა მხოლოდ სპორტის სასახლის შენობა, არამედ მიმდებარე სივრცეც.
ცნობისათვის, გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის მშენებლობა 1957 წელს დაიწყო და 1961 წელს დასრულდა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024