10/07/2024
12:10
სპორტი
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გუშინ იუბილარი გახლდათ. ყოფილმა სპორტსმენმა გრანდიოზული დაბადების დღე გადაიხადა, სადაც სპორტისა და შოუბიზნესის ვარსკვლავები მიიწვია.
ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების წარმატების შემდეგ, კობიაშვილმა 46 წლის ასაკი განსაკუთრებულად აღნიშნა. დაბადების დღეზე სტუმრებს შორის იყვნენ ანუკი არეშიძე, ნინა ზარქუა, ეკო ფანგანი, სალომე ღვინიაშვილი ქმართან ერთად, ზაზა ფაჩულია. წვეულებაზე იმყოფებოდა ასევე ცნობილი სტილისტი მიშა გასიტაშვილი, რომელმაც ყველაზე მეტი სთორი დადო ინსტაგრამზე საღამოდან.
უზარმაზარი ტორტზე სანთლები ლევან კობიაშვილმა ცოლთან და შვილებთან ერთად ჩააქრო. ასევე სიურპრიზი იყო ფედერაციის პრეზიდენტისთვის, როდესაც დიდ ეკრანზე ნაკრების წევრების ვიდეო გავიდა, სადაც კობიაშვილს დაბადების დღეს ულოცავდნენ. მათ შორის იყვნენ ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი, ოთარ კაკაბაძე, ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი და სპორტი სხვა ცნობილი ვარსკვლავები.
0
0