01/07/2024
14:22
კულტურა
ალავერდის საკათედრო ტაძარში ხარაჩოს აგება გრძელდება.
კულტურის სამინისტროს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს ხარაჩოს მოწყობა ტაძრის სამხრეთი მხრიდან დასავლეთი მკლავის გადახურვის კეხის დონემდე, რასაც მოჰყვება ხარაჩოს მონტაჟი გუმბათის ყელის მთელ პერიმეტრზე გადახურვის დონემდე.
ინფორმაციისთვის: ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით გადაწყდა, ტაძრის ფასადზე სასწრაფოდ მოეწყოს ხარაჩო, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად ჩასატარებლად ალავერდში გაიგზავნა 1500 კვ.მ ხარაჩოს მასალა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად გაეცნო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობას.
ალავერდის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა საქართველოში.
0
0