22/09/2024
22:59
სპორტი
სინგაპურში ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის მე-18 ეტაპი გაიმართა, რომელიც „მაკლარენის“ ბრიტანელი პილოტის, ლანდო ნორისის გამარჯვებით დასრულდა.
ნორისი რბოლას პირველ პოზიციაზე იწყებდა და 62 წრის განმავლობაში ლიდერობა არ დაუთმია. მან უახლოეს მდევარს, მაქს ფერსტაპენს („რედ ბული“) 21 წამით გაუსწრო. რბოლაში მესამე ადგილი ასევე „მაკლარენის“ წარმომადგენელმა, ოსკარ პიასტრიმ დაიკავა.
18 ეტაპის შემდეგ ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის ლიდერი მაქს ფერსტაპენია, ნიდერლანდელს 331 ქულა აქვს, მეორეზე ნორისია 279 ქულით, ხოლო მესამეზე – „ფერარის“ მონეგასკი პილოტი შარლ ლეკლერი 245 ქულით.
რაც შეეხება კონსტრუქტორთა დავას, ლიდერი „მაკლარენია“, ბრიტანელებმა 516 ქულა დააგროვეს. შემდეგ მოდიან „რედ ბული“ 475 ქულით და „ფერარი“ 441 ქულით.
ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის მომდევნო ეტაპი 18-20 ოქტომბერს აშშ-ში, ქალაქ ოსტინში ჩატარდება.
0
0