16/12/2022
02:12
მედიცინა
"პაციენტი ჩვენთან გადმოიყვანეს შიმშილობის შემდეგ. კალორაჟის აწევა იქამდე, სადამდეც გვინდოდა, არ გამოვიდა. ამასობაში დაემთხვა სასამართლო პროცესის კლინიკაში ჩატარება და ზუსტად ამის შემდეგ წამოვიდა წონაში მკვეთრი კლება“, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
„ის იკვებება მცირე რაოდენობით, შერჩევითად. რა ოპერაცია გაიკეთა, რა სჭირს, ამაზე ვერ ვსაუბრობ, რადგან არ მაქვს მათი მხრიდან წერილობითი თანხმობა. ფაქტი ერთია - იყო სულ 1 ან 2 გულისრევა-პირღებინების ეპიზოდი. სხვა შემთხვევაში, რასაც ჭამს, მცირე რაოდენობით თუ რაც მას სურს, ყველაფერს ირგებს. ის, რომ ვერ ირგებს და ამიტომ ვერ სუქდება, ეს მომენტი არ არის.
ფიზიკური წინააღმდეგობა, რაც ხელს უშლის გადაყლაპვას, არ არსებობს, ხოლო იმის დიფერენცირება ან დამტკიცება, რომ არ ჭამს თუ ვერ ჭამს, ეს იმდენად სუბიექტურია, ამის დამტკიცება ძალიან რთულია. ჩვენ რაც დავთვალეთ ინდექსები, კახექსიაში არ ჯდება. მისი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები კახექსიის დამადასტურებელ სურათს არ იძლევა. ჩვენ ასევე გავაკეთეთ ტოქსიკოლოგიური ანალიზი, რომელიც გავაგზავნეთ გერმანიაში. სისხლში არაფერი არ აღმოჩნდა და მწვავე ინტოქსიკაციაზე სპეკულაციები დასრულდა“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.
0
0