03/11/2024
21:27
მსოფლიო
ფინეთში, ქალაქ ტამპერეში, ლენინის მუზეუმი დახურეს. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. ცნობილია, რომ ეს ევროპის მასშტაბით ლენინის სახელობის ბოლო მუზეუმი იყო.
მედიის ცნობით, აღნიშნული მუზეუმი 1946 წელს გაიხსნა და 78 წელი ფუნქციონირებდა. ის ისტორიულ შენობაში იყო განთავსებული. იქ, სადაც ლენინი და სტალინი 1905 წელს ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.
მუზეუმის დირექტორის თქმით, მუზეუმის დახურვა მის სახელთან შეუსაბამობაში მოდიოდა. მისი თქმით, ზოგიერთს სჯეროდა, რომ ის სახელის გამო ერთგვარი ბოროტი ტაძარი იყო.
დირექტორის თქმით, ბოლო პერიოდში მუზეუმის ფუნქცია, ლენინის ცხოვრების ისტორიიდან საბჭოთა ისტორიაზე ყურადღების გადატანა იყო, თუმცა 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი სახელი ხალხში პოპულარობით აღარ სარგებლობდა.
0
0