18/04/2023
21:10
კულტურა
რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმი "შაშვი, შაშვი, მაყვალი” კანის კინოფესტივალზე, "რეჟისორთა თხუთმეტეულის" ანუ კენეზის კონკურსში ჩაერთო.
"დღეს გამოცხადდა კენზენის პროგრამა სიურპრიზით - BLACKBIRD BLACKBIRD BLACKBERRY (Merle merle mûre)by Elene Naveriani ცოტა შიშითაც კი ველოდები, რადგან თამთას ტექსტები რამდენადაც ძალიან კინემატოგრაფიულია, იმდენად თხრობაა ისეთი სპეციფიკური, რომ დანის პირზე სიარულს გავს მისი ეკარნიზება.წარმატება ელენესა და თამთას" - წერს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი.
"შაშვი შაშვი მაყვალი“ ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.
2021 წელს ლოკარნოს კინოფესტივალზე გია აგუმავას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი სწორედ ელენე ნავერიანის ფილმში "სველ ქვიშაში“ მონაწილეობისთვის გადაეცა.
"შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების ბესტსელერი წიგნის ეკრანიზაციაა. ნაწარმოები თამთა მელაშვილის მესამე რომანია.
კანის კინოფესტივალი 16-დან 27 მაისის ჩათვლით გაიმართება.
0
0