24/08/2024
20:39
სპორტი
თბილისში დასრულდა ფიდეს 2024-2025 წლების გრანპრის გათამაშების პირველი ეტაპი.
ასპარეზობის ათი მონაწილიდან შეჯიბრება დაუმარცხებლად ოთხმა მოჭადრაკემ განვლო და მათგან საუკეთესო პოლონელი ალინა კაშლინსკაია იყო. მან ცხრა შეხვედრიდან სამი მოიგო.
ყაზახმა ბიბისარა ასაუბაევამ ორი შეხვედრა მოიგო, შვიდი ყაიმით დაასრულა და 5,5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.
მესამე-მეხუთე ადგილები ხუთ-ხუთი ქულით გაიყვეს ასევე დაუმარცხებელმა ბერძენმა სტავრულა ცოკალიდუმ და უკრაინელმა ანა მუზიჩუკმა და ტურნირის მსვლელობაში ერთადერთხელ დამარცხებულმა ნანა ძაგნიძემ.
ოთხ-ნახევარი ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა უკრაინელი მარია მუზიჩუკი.
მეშვიდე-მერვე ადგილები დაიკავეს შვეიცარიელმა ალექსანდრა კოსტენიუკმა და ინდოელმა რამეშბაბუ ვაიშალიმ.
მეცხრე ადგილზე გავიდა ლელა ჯავახიშვილი. მან შვიდი პარტია ყაიმით დაასრულა, ორი კი წააგო.
მეათე ადგილი 2,5 ქულით ესპანელმა სარასადატ ხადემალშარიმ დაიკავა.
ფიდეს გრანპრი ექვს ეტაპად თამაშდება და მასში მონაწილეობას 20 მოჭადრაკე იღებს. თითოეული მათგანი ექვსიდან სამ ტურნირში იასპარეზებს და საბოლოო შედეგი თითოეულისთვის სამივე ეტაპის ჯამური მაჩვენებლით დადგინდება. ორი საუკეთესო მოჭადრაკე ფიდეს 2026 წლის პრეტენდენტთა ტურნირის მონაწილე გახდება.
მდგომარეობა პირველი ეტაპის შემდეგ:
ალინა კაშლინსკაია - 130 ქულა
ბიბისარა ასაუბაევა - 105 ქულა
სტავრულა ცოკალიდუ - 71,67 ქულა
ნანა ძაგნიძე - 71,67 ქულა
ანა მუზიჩუკი - 71,67 ქულა
მარია მუზიჩუკი - 50 ქულა
რამეშბაბუ ვაიშალი - 35 ქულა
ალექსანდრა კოსტენიუკი - 35 ქულა
ლელა ჯავახიშვილი - 20 ქულა
სარასადატ ხადემალშარი - 10 ქულა
გრანპრის თბილისის ეტაპის მონაწილეებისთვის დაწსებული საპრიზო ფონდა ასე განაწილდა:
ალინა კაშლინსკაია - 18 00 ევრო
სტავრულა ცოკალიდუ - 13 00 ევრო
ნანა ძაგნიძე - 8666,67 ევრო
ანა მუზიჩუკი - 8666,67 ევრო
მარია მუზიჩუკი - 8666,67 ევრო
რამეშბაბუ ვაიშალი - 4750 ევრო
ალექსანდრა კოსტენიუკი - 4750 ევრო
ლელა ჯავახიშვილი - 4000 ევრო
სარასადატ ხადემალშარი - 3000 ევრო
0
0