24/08/2023
20:39
სპორტი
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA-ს) პრეზიდენტად კატარის შეიხი, საუდ ალი ალ თანი აირჩიეს. სიახლის შესახებ ორგანიზაციის მიერ მანილაში გამართულ კონგრესზე გახდა ცნობილი.
ალ თანიმ ამ თანამდებობაზე ჰამანე ნიანგი ჩაანაცვლა, რომელიც 2021 წელს სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს და ფედერაციას დროებით ჩამოაშორეს.
ალ თანი FIBA-ს პრეზიდენტის პოსტს 2027 წლამდე დაიკავებს. ცნობისთვის, ის 2002 წლიდან ორგანიზაციის აზიის პრეზიდენტი და კატარის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
“უდიდესი პატივია ამ პასუხისმგებლობის მონიჭება როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ქვეყნისთვის, კატარისთვის და ჩვენი აზიის კონტინენტისთვის. ახლა უკვე 5 რეგიონის 212 ეროვნული ფედერაციის ინტერესების დამცველი ვარ. კალათბურთი გლობალური სპორტია და ეს ჩვენი მთავარი სიძლიერეა”, - განაცხადა შეიხმა თანამდებობაზე არჩევის შემდეგ.
0
0