14/03/2024
14:48
ეკონომიკა
ფასების დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულში იმყოფება - კვლევას მსოფლიო ბანკი აწარმოებს, რომელიც 188 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფასების დონის მაჩვენებლებს იკვლევს მსყიდველუნარიანობის მიხედვით.
ინდექსი საშუალებას იძლევა დროის კონკრეტულ მომენტში შევადაროთ სხვადასხვა ქვეყნის ფასების დონე, გამოხატული ერთიან ვალუტაში - რაც უფრო დაბალია ფასების დონის ინდექსი მოცემულ ქვეყანაში, მით უფრო ნაკლებ თანხად შეიძლება იყიდოს ადამიანმა ერთი და იგივე პროდუქტების ნაკრები ამ ქვეყანაში.
საქართველო ფასების დონის სიმცირით მსოფლიოში 33-ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულშია. ევროპაში, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში სიიაფით საქართველოს მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი მცირედით უსწრებს.
2012 წელთან შედარებით სიიაფის რეიტინგში საქართველო 18 ადგილით დაწინაურდა - მაშინ საქართველო ფასების დონის სიმცირით მსოფლიოში 51-ე ადგილს იკავებდა.
0
0