10/02/2022
14:35
სამართალი
ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა
დღეს, 2022 წლის 10 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე A and B v. Georgia გადაწყვეტილება გამოიტანა.
➡ 19 წლის სალომე ჯორბენაძე, 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მოკლა მისმა ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით.
➡ მკვლელობამდე სალომე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.
ამ საქმეს საია აწარმოებდა ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თანამშრომლობით.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024