"ევროპის ჩემპიონატს თვალს არ ვადევნებ, მაგრამ ვხარობდით საქართველოს ნაკრების შედეგებით" - მარია ზახაროვა
08/07/2024
20:32
სპორტი
A-
+A
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობაზე გააკეთა კომენტარი.
"ევროპის ჩემპიონატს თვალს არ ვადევნებ, მაგრამ ვხარობდით საქართველოს ნაკრების შედეგებით, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ისტორიულ შედეგს მიაღწია.
დავინახე, როგორი ბედნიერები იყვნენ გულშემატკივრები, სპორტსმენები თავისი მიღწევით გაოგნდნენ. ასეთ ნათელ მოვლენებს, რა თქმა უნდა, მე თვალს ვადევნებ", - ციტირებს მარია ზახაროვას ТАСС-ი.
რუსულ მედიაში მის გამონათქვამს ცინიკურად გამოეხმაურნენ. კომენტარებში წერენ, რომ, ეტყობა, ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან "ეს საქმე" უყვარს.
0
0
367
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%