06/12/2021
16:09
მსოფლიო
ევრო ნაღდი ფულის სახით მიმოქცევაში 1999 წელს შემოვიდა. შემოღებიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ევროს ბანკნოტებმა მხოლოდ ერთი უმნიშვნელო ცვლილება განიცადა.
„20 წლის შემდეგ, დროა გადავხედოთ ჩვენი ბანკნოტების ვიზუალურ მხარეს, რათა მათი დიზაინის შინაარსი უფრო გასაგები გახდეს ყველა ასაკისა და წარმოშობის ევროპელისთვის. ევროს ბანკნოტები ევროპაში ჩვენი ერთიანობის რეალური და თვალსაჩინო სიმბოლოა, განსაკუთრებით, კრიზისის დროს და, მასზე ჯერ კიდევ დიდი მოთხოვნაა“, - თქვა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა.
ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ამჟამინდელი ბანკნოტები ადამიანების გამოსახულებებს არ მოიცავს, ხოლო დაგეგმილი რედიზაინის სპეციფიკა ჯერჯერობით გაურკვეველია. ბანკის გადაწყვეტილებით, ჩამოყალიბდება ფოკუს-ჯგუფები და მათ, ევროზონის მასშტაბით, ფართო საზოგადოების გამოკითხვა დაევალებათ შესაძლო თემების შესახებ, რომლებიც ახალი კანონპროექტებისთვის იქნება წარდგენილი. შემდეგ კი, საზოგადოებრივი აზრისვე გათვალისწინებით, მმართველი საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დიზაინისა და განახლებული ბანკნოტების გამოშვების ვადების შესახებ.
ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი ევროკავშირის რვა წევრი ქვეყანაა, რომლებიც ჯერჯერობით ევროზონის მიღმა რჩებიან და მათ ევროს კუპიურის რედიზაინთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები არ შეეხებათ.
https://www.dw.com/en/european-central-bank-plans-euro-bill-redesign/a-60030642
0
0