ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს - ევროკავშირში რუსეთის ელჩი
16/02/2022
11:55
მსოფლიო
A-
+A
ევროკავშირში რუსეთის ელჩი ვლადიმერ ჩიჟოვი აცხადებს, რომ რუსეთი დღეს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას არ გეგმავს.
მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ელჩმა გერმანულ ტელეარხ WELT-თან ინტერვიუში განაცხადა.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. არანაირი ესკალაცია არ არის დაგეგმილი მომავალ კვირაში, ან ერთი კვირის შემდეგ, ან მომავალ თვეში”, - თქვა ელჩმა და დასძინა: ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს.
რუსეთის უკრაინაში სავარაუდო შეჭრის შესახებ განცხადებების კომენტირებისას რუსმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.
„როდესაც თქვენ აცხადებთ ასეთ პრეტენზიებს - ძალიან სერიოზულ პრეტენზიებს რუსეთის წინააღმდეგ - ისინი მტკიცებულებებით უნდა გაამყაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სხვა არაფერია, თუ არა ცილისწამება“, - განაცხადა ჩიჟოვმა.
0
0
422
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%