14/11/2024
12:22
პოლიტიკა
ევროპარლამენტში გამართულმა დისკუსიამ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო აღიარება ამ პარლამენტს არ ექნება, რადგან მიტაცებული არჩევნებით საქართველომ ევროინტეგრაციის შანსი დაკარგა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტში გამართული დებატები ძალიან მძიმე მოსასმენი იყო.
„ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ევროპარლამენტში დებატები, როდესაც ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როდესაც ჩვენ ევროპელი პარტნიორები არჩევნებამდეც გვეუბნებოდნენ, რომ ეს ევროკავშირის კარი არის ღია თუ საქართველო იქნება დემოკრატიული, ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წყალობით ჩვენ მივიღეთ ის, რომ გუშინ ევროპარლამენტში საუბარი იყო იმაზე, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი. ევროპარლამენტარები დეტალურად საუბრობდნენ ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც, მათ შორის, საკუთარი თვალით იხილეს. ამომრჩევლის დაშინებაზე, ზეწოლაზე, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე, ბიულეტენების ჩაყრაზე, ფარულობის პრინციპის ტოტალურ დარღვევაზე - ამ ყველაფერზე დისკუსიამ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო აღიარება ამ პარლამენტს არ ექნება, რადგან ამ მიტაცებული არჩევნებით საქართველომ დაკარგა ევროინტეგრაციის შანსი, განვითარების შანსი და ეკონომიკური კეთილდღეობის შანსი, რომელიც თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის უნდა ყოფილიყო მიმართული“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024