14/11/2024
01:41
პოლიტიკა
მინდა, გულითადად მივულოცო „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში გამარჯვება, ოპოზიციამ წააგო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ლუბოშ ბლაჰამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართულ ოცნებას“ აქვს ჩემი პარტიის მსგავის პროგრამა, როგორც პარტია „სმერს“ სლოვაკეთში. ჩვენ ვეწინააღმდეგებით რადიკალურ ლგბტ იდეოლოგიას და მაიდანის მსგავს რევოლუციებს, რომლებსაც დასავლეთი აფინანსებს. სახეზეა პროგრესირებადი ტოტალიტარიზმი, სადაც თავისუფლად აზრის გამოხატვა არ შეიძლება. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასმის შემდეგ, რომლის უკანაც დასავლური ძალები იდგნენ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. დემოკრატია დასავლეთისთვის მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ისინი იგებენ. ახლა ისინი ნერვიულობენ, რადგანაც „ქართულმა ოცნებამ“ მათ ოცნებებს მოუღი ბოლო“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024