08/11/2024
11:35
მსოფლიო
ევროპა ვეღარ დარჩება „ბალახის მჭამელ ცხოველად“ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
მაკრონის თმით, ევროპა „ყველაფრისმჭამელ ცხოველად“ უნდა გადაიქცეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასეთი კომენტარი გააკეთა საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებზე, ხომ არ გამოიწვევს აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა იმას, რომ ამერიკა ნატოში მონაწილეობის ხარისხს შეამცირებს, რაც აიძულებს ევროპას, რომ თავდაცვითი ხარჯები გაზარდოს.
„მე ძალიან მარტივად ვმსჯელობ. მსოფლიო ბალახის მჭამელი ცხოველებისგან და მხეცებისგან შედგება. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ბალახის მჭამელებად დავრჩეთ, მაშინ მხეცები გაიმარჯვებენ, ჩვენ კი მათი ვაჭრობის არენა გავხდებით“, - განაცხადა მაკრონმა ბუდაპეშტში გამართულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მაკრონის თქმით, მას არ სურს, რომ აგრესიული იყოს, მაგრამ ევროპულმა ქვეყნებმა კარგად იციან, როგორ დაიცვან თავი ყველა მიმართულებით. მაკრონს ადრეც უთქვამს, რომ ევროკავშირი ჩინეთისგან და აშშ-სგან უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს და ეს, თავდაცვით და უსაფრთხოებით დაწყებული, მაღალი ტექნოლოგიებით დამთავრებული - ყველა სფეროზე ვრცელდება.
0
0