19/10/2024
19:21
არჩევნები 2024
ევროპა სხვისი პატივისცემაა და არა დაქვემდებარება, ევროპა სიმართლეა და არა თვალთმაქცობა, ევროპა ხელის შეშველებაა და არა ფეხის დადება, ევროპა სულიერებაა და არა უღმერთობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე.
როგორც მან აღნიშნა, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ქვეყნის მიმართ ფარისევლობა მაშინვე დასრულდება, როდესაც შინ და გარეთ, ყველა დაინახავს, სად დგას რეალურად ქართველი ხალხი.
„ქართველმა ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ ეს ფარისევლობა დროებითი მოვლენაა, და ეს აბსურდიც მალე დასრულდება. დასრულდება იმავე წამს, როდესაც ყველა, შინ და გარეთ, დაინახავს თუ სად დგას ქართველი ხალხი. დაინახავს, რომ ეს არის შემდგარი სახელმწიფო, საკუთარი ღირსებით, საკუთარი იდენტობით, საკუთარი ინტერესებით.
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ქართველმა ხალხმა უკვე ჩაატარა ერთი სახალხო რეფერენდუმი, როდესაც ერი და ბერი, მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ჩვენი ქვეყნის ქალაქებში გამოვიდა და თქვა, რომ არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე; რომ არ არსებობს საქართველო მისი რწმენის, მისი ტრადიციების, მისი თვითმყოფადობის გარეშე.“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024