15/07/2022
20:10
მსოფლიო
ევროკომისიამ რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ასევე გაფართოვდა იმ პირთა ჩამონათვალი, ვისაც პერსონალური სანქციები შეეხო.
სანქციების ჩამონათვალში, ასევე, აღნიშნულია, რომ ის რუსეთსა და მესამე ქვეყნებს შორის ვაჭრობას არ შეეხება. რუსული პორტების წინააღმდეგ სანქციები არ იმოქმედებს, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების პორტებში რუსული გემების შესვლა აკრძალულია და ამ მხრივ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.
18 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების მომდევნო პაკეტს განიხილავენ, თუმცა ამ დღეს შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ევროპაში უკვე უწოდეს ამ პაკეტს პაკეტი 6,5, რადგანაც წინამ მე-6 პაკეტისგან განსხვავებით ეს ნაკლებად მასშტაბურია. სანქციების მე-6 პაკეტი რუსეთის ნავთობსა და ქვანახშირს შეეხო.
როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, აკრძალვები პარტნიორების შეთანხმებულ პოზიციას ეფუძნება, მათ შორის „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
0
0
აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დასრულდა
16/11/2024