20/07/2022
16:06
მსოფლიო
ევროკომისია წინადადებით გამოდის, მომავალ გაზაფხულამდე ევროპაში გაზის მოხმარება 15%-ით შემცირდეს. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდების შემდგომი შეწყვეტის რისკის წინაშე დგას, ვინაიდან კრემლი გაზის ექსპორტს იარაღად იყენებს.
„ჩვენი [ევროკავშირის] წევრი ქვეყნების თითქმის ნახევარი უკვე დაზარალდა გაზის შემცირებული მიწოდების შედეგად. ახლავე მოქმედებამ შეიძლება შეამციროს ევროპისთვის რისკიც და ხარჯებიც შემდგომი ან სრული შეფერხების შემთხვევაში, რაც გააძლიერებს ევროპის ენერგეტიკული მდგრადობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყველა მომხმარებელს შეუძლია და უნდა მიიღოს ზომები გაზის დაზოგვის მიზნით. ევროკომისია ასევე დააჩქარებს მუშაობას მიწოდების დივერსიფიკაციაზე, გაზის ერთობლივი შესყიდვის ჩათვლით, რათა გააძლიეროს ევროკავშირის შესაძლებლობა მოიპოვოს გაზის ალტერნატიული მიწოდება.
ახალი რეგულაცია ასევე მისცემს ევროკომისიას შესაძლებლობას, წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციის შემდეგ, გამოაცხადოს გაფრთხილება მიწოდების უსაფრთხოების შესახებ, რაც გაზის მოთხოვნის სავალდებულო შემცირებას გულისხმობს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის.
0
0