ევროკავშირმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 205 მილიონი ევრო გამოყო
10/06/2022
10:48
მსოფლიო
A-
+A
ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისისის გამო ქვეყნის დასახმარებლად დამატებით 205 მილიონ ევროს გამოყოფს.
ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის დასახმარებლად ჯამში ამ დრომდე 700 მილიონი ევრო გამოყო, საიდანაც 13 მილიონი ევრო მეზობელ მოლდოვაში სხვადასხვა პროექტისთვისაა განკუთვნილი.
„ამ დახმარებით ჩვენი ჰუმანიტარული პარტნიორები აწვდიან საკვებს, წყალს, ჯანდაცვის სერვისებს, თავშესაფარს, უსაფრთხოებასა და ფულად დახმარებას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან გაწეული დახმარება მუდმივად მზარდ საჭიროებებს შეესაბამება“ – განაცხადა კრიზისის მენეჯმენტის კომისარმა ჯანეზ ლენარჩიჩმა.
0
0
306
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%