18/12/2023
19:39
მედიცინა
ევროკავშირის ქვეყნებმა პანდემიის დროს შეძენილი, სულ მცირე, 215 მილიონი დოზა კოვიდვაქცინა გაანადგურეს, რაც დაახლოებით ოთხი მილიარდი ევროს ღირებულებისაა. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის მეორე ნახევარში დაამტკიცეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინები, ევროკავშირის ქვეყნება კოლექტიურად შეიძინეს 1,5 მილიარდი დოზა. ეს ერთ სულ მოსახლეზე სამ ვაქცინას ნიშნავს.
საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით, „პოლიტიკომ“ დაადგინა, რომ ევროკავშირის ქვყნებმა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 0,7 ვაქცინა გაანადგურეს. განადგურებული ვაქცინების საშუალო რაოდენობა გამოცემამ 19 ქვეყნის მონაცემებზე დაყრნდობით დაიანგარიშა. ერთ სულ მოსახლეზე განადგურებული ვაქცინების რაოდენობით პირველ ადგილზე ესტონეთია, მეორეზე კი, გერმანია.
0
0