07/09/2022
15:56
მსოფლიო
ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას შესთავაზებს. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ჩვენ შევთავაზებთ ფასის ზედა ზღვარს რუსულ გაზზე. ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომლებსაც პუტინი უკრაინაში ამ სასტიკი ომის დაფინანსებისთვის იყენებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარმოადგინა წინადადებები ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასების შესამცირებლად, რაც რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებასთან ერთად, მოიცავს ევროკავშირში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შემცირდება ელექტროენერგიის იმ მწარმოებლების შემოსავალი, რომლებიც არ მუშაობენ ბუნებრივ აირზე, ხოლო მათი მოგების ნაწილი გადანაწილდება საშინაო მეურნეობისა და კომპანიების მხარდასაჭერად.
როგორც მედია წერს, ევროპაში ელექტროენერგიისა და საწვავის ფასები გაიზარდა რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვის გამო. მოსკოვი ამის მიზეზად ტექნიკურ პრობლემებსა და დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს თვლის.
0
0