ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზს რუბლებში არ იყიდიან - ევროკომისიის წარმომადგენელი
29/03/2022
20:25
მსოფლიო
A-
+A
ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზს რუბლებში არ იყიდიან, - ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებაზე, რუსული გაზის შესაძენად მხოლოდ რუბლით გადახდაზე, მამერმა თქვა, რომ ევროკავშირის პოზიცია იგივეა, რაც G7-ის პოზიცია და ანგარიშსწორება მხოლოდ დოლარსა და ევროში მოხდება.
შეგახსენებთ, G7-ის ქვეყნებმა უარი თქვეს რუსული გაზის რუბლში შესყიდვაზე, რადგან ეს არ არის გათვალისწინებული არსებული კონტრაქტებით. ამ განცხადების შემდეგ ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 17%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1340 დოლარი შეადგინა.
0
0
496
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%