19/11/2024
18:06
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, სადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ხმების 54 პროცენტით, მაგრამ ასევე გამოიწვია ოპოზიციის პროტესტი და პარლამენტის ბოიკოტი, ევროკავშირი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, როგორ მოიქცეს, - წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი.
როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის მაღალჩინოსანთა პრობლემის ნაწილია ის, რომ არ არსებობს არჩევნების გაყალბების დამდასტურებელი რეალური მტკიცებულება.
,,ევროკავშირის ჩინოვნიკებისათვის პრობლემათა ნაწილი იმით გამოხატება, რომ სინამდვილეში, როცა საქმე ეხება ბრალდებებს ფართომასშტაბიანი თაღლითობის შესახებ, უდაო და უცილობელი მტკიცებულებები არ არის. არსებობს სკეპტიციზმი იმის მიმართ, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებზე 54%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ ეს არ არის მაინცდამაინც გასაოცარი შედეგი (შესაძლოა უფრო რეალისტური იქნებოდა, დაახლოებით, 40-50%-იანი მხარდაჭერა). თუ გავითვალისწინებთ, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მომზადებას შეიძლება დაახლოებით სამი თვე დაჭირდეს, ამჟამად სხვა არაფრის გაკეთება არ შეიძლება, გარდა მოლოდინისა. საბოლოო ჯამში, ევროკავშირს მოუწევს (თუმცა, ალბათ ნაძალადევად) ურთიერთობა ქართული ოცნების მთავრობასთან. ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, რომლებსაც ვესაუბრე, ნამდვილად არსებობს მოსაზრება, რომ „საცეკვაო მოედანზე“ მხოლოდ თვითონ არიან, ამიტომ ევროკავშირს ნამდვილად არ აქვს დიდი არჩევანი." - ამბობს იოზვიაკი
0
0