05/10/2022
14:39
მსოფლიო
ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, სანქციების მერვე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი დააწესონ.
როგორც „ფაინენშელ თაიმსს“ ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს, ფასის ზედა ზღვართან დაკავშირებით ზუსტი დეტალები მერვე პაკეტში ჯერ გათვალისწინებული არ არის და ამ საკითხზე გადაწყვეტილება „დიდი შვიდეულის“ ფაგლებში იქნება მიღებული.
ევროკავშირის ზომები ასევე მოიცავს ექსპორტსა და იმპორტზე დამატებით შეზღუდვებს, აგრეთვე ინდივიდუალურ საქნციებს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
სანქციები ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე, რაც მიმდინარე კვირაშია მოსალოდნელი.
0
0