26/02/2022
22:06
ომი უკრაინაში
"ავიაციის, ავიანაწილებისა და აღჭურვილობის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა დააზიანებს რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორს და შიდა ავიამიმოსვლას. რუსეთის კომერციული საჰაერო ფლოტის სამი მეოთხედი ევროკავშირში, შეერთებულ შტატებსა და კანადაშია აწყობილი" - აცხადებს ბრიუსელი.
სანქცირების დოკუმენტი განმარტავს, რომ ემბარგო შეეხება 88-ე ჯგუფის სასაქონლე ნომენკლატურაში შესულ ყველა ტიპის ტექნიკას: ავიაციას, კოსმოსურ ხომალდებსა და მათ ნაწილებს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.
ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
უტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
0
0