31/12/2021
11:12
პოლიტიკა
წლის შემაჯამებელ ვიდეოში საუბარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით გამართულ მედიაციის პროცესზე, ევროკავშირის მიერ ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგზე.
გავრცელებულ ვიდეოში თავმოყრილია პროექტები, როგორიც არის: ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, ბიზნესის მხარდაჭერა, საქართველოს უნიკალური კულტურა, შავი ზღვა -კავშირების გამტკიცება, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, საქართველოს რეგიონების განვითარება, ხალხთა შორის კავშირები, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი ტრანსპორტი და ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში.
„რადგან 2021 წელი დასასრულს უახლოვდება, გვსურს შევაჯამოთ ბოლო 12 თვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. ევროკავშირი საქართველოში გილოცავთ ახალ წელს!“- წერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ტვიტერში“.
0
0