ევროკავშირი ფინანსურად დაეხმარება იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებენ
28/02/2022
14:36
ომი უკრაინაში
A-
+A
ევროკავშირმა უკრაინიდან დევნილების დასახმარებლად უკვე 19 მილიონი ევროს მობილიზება მოახერხა. ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მენეჯმენტის საკითხში ჯანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.
„ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის ყველაზე მაღალ ფასს. ეს იქნება ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისი ევროპულ კონტინენტზე. ისტორიული მნიშვნელობა ექნება უკრაინის დახმარებას. უკრაინა ითხოვს თავშესაფარს მოქალაქეებისთვის. ევროკავშირის 18 სახელმწიფო მზად არის პარტნიორს მხარში დაუდგეს სამოქალაქო დაცვის მექანიზმის თვალსაზრისით. ევროკავშირი ფინანსურად დაეხმარება იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებენ. ამ წუთის მონაცემებით, ველოდებით 7 მილიონამდე იძულებით გადაადგილებულ პირს უკრაინიდან. მობილიზებული გვაქვს უკვე 19 მილიონი ევრო“, - განაცხადა ლენარჩიჩმა.
0
0
299
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%